ნატომ დროშები დასწია

დროშების დაწევა მიეძღვნა სტამბოლში დაღუპულების ხსოვნას

642415
ნატომ დროშები დასწია

სტამბოლის ღამის კლუბში დაღუპულების ხსოვნის საპატივსაცემოთ თანადგომის კარგი მაგალითი მოვიდა ნატო-დან.

ბელგიის და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბის წინ აღმართული დროშები სანახევროდ დასწიეს და ასე გამოხატეს მათ თავიანთი მწუხარება და თანადგომა.

ნატოს წევრი ქვეყნების კუთვნილი დროშების დაწევის წინადადება კი თვით ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა წამოაყენა და მას მხარი დაუჭირა ყველა ქვეყანამ.

ასე რომ, ეს დროშები ნახევრად დაწეულ მდგომარეობაში 2 დღის განმავლობაში დარჩება



მსგავსი ინფორმაციები