თურქეთის პერსპექტივა 21.2016

პრევენციული უსაფრთხოების სტრატეგია

641186
თურქეთის პერსპექტივა 21.2016

პრევენციული უსაფრთხოების სტრატეგია

ყოველი წლის მიწურულს მთელი მსოფლიოს მედიაში ვრცელდება პროგრამები  და სტატიები, რომლებშიც საუბარია მომდევნო წელში მოლოდინებზე, მოცემულია ამ საკითხზე მოსახლეობის მოსაზრებები, მაგრამ არავინ ამბობს, რომ მომდევნო წლის დასაწყისი დასრულებული წლის მემკვიდრეობაზე იღებს სტარტს ან ამის თქმა არ სურთ. ყოველთვის იმედით უყურებენ მომდევნო წელს.   

ცდილობენ წარსულში დარჩენილი პრობლემების დავიწყებას. თითქოს თუ დაივიწყებენ ამ პრობლემებისაგან გათავისუფლდებიან. პრობლემის არ დანახვა მას სამწუხაროდ ვერ აგვარებს, პირიქით ზვავივით იზრდება და შესაძლოა კატასტროფითაც დასრულდეს. 

2016 წელში განგრენად ქცეული მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი პრეზიდენტ ობამას და მისი ჯგუფის პოლიტიკის გამო დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხად იქცა. ობამას, მისი ჯგუფისა და NEOCON-ების „უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის“ სტრატეგია არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისათვის, არამედ ევროპელებისთვისაც კატასტროფად იქცა. უკვე ტერორი არა მხოლოდ მომბასაში,  თელავივში, ბაღდადში, ნაირობისა თუ ქაბულში ხდება, იგი ასეთივე ფორმით სახიფათოა პარიზის, ბერლინის, რეიკიავიკის, რომის, ბრიუსელის, ამსტერდამის, ოსლოსა და ლონდონისათვის. აშშ-ს თითქმის ყველა სამრეწველო, ტურისტულ და დიდ ადმინისტრაციულ ქალაქში ადამიანები საფრთხის ქვეშ არიან.

ობამას პერიოდში შავკანიანთა მიმართ გატარებული ამერიკის სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომებმა და საპოლიციო ტერორმა შავკანიანთა ამბოხი გამოიწვია. ამერიკის პოლიციის არა მხოლოდ შავკანიანთა, არამედ ესპანურენოვანთა მიმართ ტერორის მასშტაბებს მიღწეულმა უმოწყალო ძალადობამ, მრავალ ქალაქში ჰარლემის ტიპის გეტოების შექმნა გამოიწვია. გაზეთებში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი გეტო ადგილობრივი პოლიციის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

ისე ფასდება, რომ ყველაფერი ეს ბარაკ ობამას პრევენციული უსაფრთხოების პოლიტიკის შედეგია. ამის გამოა, რომ ამერიკის მედია და ოპოზიცია ობამას ამ პოლიტიკას „კოჭლი იხვის“ პოლიტიკას უწოდებს.

ობამას მსოფლიო პოლიტიკური არენიდან წასვლამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება, მაგრამ მის მიერ მთელი მსოფლიოსათვის დატოვებული ცუდი მემკვიდრეობის განადგურებასა და მსოფლიოს ადამიანებისათვის უსაფრთხო პლანეტად გადაქცევას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს.

რადგანაც ობამას ამერიკა განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში საგარეო პოლიტიკას კანონებისა და წესრიგის მქონე სახელმწიფოებთან კი არა ტერორგანიზაციებთან ერთად ატარებს. ერაყსა და სირიაში გატარებული პოლიტიკა აშშ-ტერორის პარტნიორობის ძალზედ კონკრეტული მაგალითია. ერაყში ერთის მხრივ კრიმინალებისა და ფსიქოპატი მკვლელებისგან შემდგარ ტერორგანიზაცია ჰაშდი შაბისთან ოფიციალური პარტნიორობა დაამყარა და მოსულში ოპერაციის ჩატარებას ცდილობს. ასევე როგორც ამერიკის ასევე ნატოს ქვეყნების ტერორისტების სიის ნომერ პირველ ტერორგანიზაცია pkk-სთან ერთობლივი ოპერაციის ჩატარების გადაწყვტილება იღებს და ორივე ტერორგანიზაციას ამერიკელი ხალხის გადასახადებით იარაღით მოვაჭრეებისგან შეძენილ ათასობით ტონა იარაღს აწვდის.

ამავე ფრომით ასევე ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიშ ტერორისტულ ჯგუფ YPG-სთან, რომლის ცენტიც სირიის ჩრდილოეთ რეგიონშია, ოფიციალურ პარტნიორობას ამყარებს. ამ ტერორგანიზაცია YPG-მ ბოლო ერთ წელიწადში ნატოს წევრი თურქეთის ათობით სამხედრო და პოლიციელი მოკლა. როგორც ცნობილია, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები ამავდროულად ნატოს სამხედროებიც არიან.

ობამა არა მხოლოდ თურქეთისა და რეგიონში მოკავშირეების წინააღმდეგ, არამედ ნატოს წინააღმდეგაც თანამშრომლობაში შევიდა ტერორგანიზაციებთან. უფრო სამწუხარო კი ის არის რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ს „შეცდომით“ ტონობით იარაღით, საბრძოლო მასალითა და ლოჯისტიკით დაეხმარა. წლების მანძილზე DEAŞ-ის მიერ ირანის გარანტორობით ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებისთვის ნავთობის მიყიდვის მიმართ გულგრილი დარჩა. ზეწოლის შედეგად ორჯერ DEAŞ-ის ნავთობის გადამზიდავ სატვირთო მანქანებზე საჩვენებლად საჰაერო იერიში მიიტანა. ამავე ობამას ხელისუფლება ერთის მხრივ ერაყსა და სირიაში ნატოს ქვეყნების ჩათვლით 65 ქვეყნის არმიასთან ერთად მოქმედებს, მეორეს მხრივ კი PKK-ს, ჰაშდი შაბის, DEAŞ-ის მსგავს ტერორგანიზაციებთან თანამშრომლობას მიანიჭა უპირატესობა. და ყველაფრის ამის მიზეზი „პრევენციული უსაფრთხოების ზომების სტრატეგიაა.“

და სამწუხაროდ დიდი ფასის გადახდით დავინახეთ ეს სტრატეგია. ეს სტრატეგია ევროპელებს ანუ სტამბოლელებს, პარიზელებს, ბერლინელებს, ბრიუსელის მცხოვრებლებს ბომბებისა და სიკვდილის სახით მიუბრუნდა. 

ობამას ხელისუფლების „პრევენციულმა უსაფრთხოების სტრატეგიამ“ ტერორისტების გამოკვების სიგიჟე ლეგიტიმურად აქცია. დღევანდელობის მსოფლიოს ყველაზე სახიფათო და ყველაზე გავრცელებული ტერორგანიზაცია ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი აშშ-ში ცხოვრობს და თანაც დედაქალაქ ვაშინგტონიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით. ეს ტერორისტი ლიდერი ხელთ არსებული ეკონომიკური ძალის გამოყენებით ასობით მილიონობით დოლარის დახარჯვით ამერიკის არჩევნებში ჩაერია, თუმცა ობამას ხელისუფლება და ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის შესაბამისად ამ ტერორისტის საქმიანობას ტოლერანტულად შეხვდა და იურიდიულად პასუხი არ მოსთხოვეს.

ობამა მიმდევნო კვირეებში თეთრ სახლს დატოვებს, მისი „პრევენციული უსაფრთხოების სტრატეგია“ მსოფლიოს ბომბების, სიკვდილის, სისხლისა და ცრემლის სახით დარჩა - წერს ანალიტიკოსი ერდალ შიმშექი. 



მსგავსი ინფორმაციები