ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გუშინაც გაგრძელდა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინაც გაგრძელდა

626343
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გუშინაც გაგრძელდა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინაც გაგრძელდა.

შეკრებაზე, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც იმყოფება, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციები.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ანქესიას არ აღიარებენ და რუსეთის მინსკის შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდა.

გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საჭიროა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ვალდებულებები შეასრულოს და დაამატა, რომ განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება სერიოზულია და მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციების გაგრძელება.

ევროკავშირს 2014 წლის 22 სექტემბრიდან აქვს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

ამავდროულად მევლუდ ჩავუშოღლუმ ნატოს შეკრების ფარგლებში რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ჩავუშოღლუ ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანს ტიმერმანს და კომისიის ჰუმანიტარული და მიგრანტთა საკითხზე პასუხისმგებელ წევრს დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.  

„ჩვენ როგორც თანასწორი პარტნიორი ისე უნდა აღგვიქვან. იმის გამო, რომ ჩვენ გაწევრიანება გვსურს, ჩვენ მეორე ხარისხოვანი და ისინი პირველი ხარისხოვანი არ არიან. დღეს, ბევრი ორგანიზაციის, ნატოს წევრი ვართ. როგორ ხდება რომ იქ თანასწორი და აქ პირველი და მეორე ხარისხოვანი ვართ. ჩვენ ევროსაბჭოს დამფუძნებელი წევრი ვართ. ევროსაბჭოსა და ევროკავშირს შორის დიდი განსხვავება არ არის. ვამბობთ, რომ არ ვაღიარებთ ჩვენს მიმართ უარყოფით მოპყრობას“ -აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

ჩავუღოღლუმ ასევე შეაფასა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს საბერძნეთში გაქცეული 8 მეამბოხის ექსტრადიციის სასამართლო პროცესი და განაცხადა: “ჩვენი სურვილია რვავეს ექსტრადიცია. სამ პიროვნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და დანარჩენ სამ პიროვნებასთან დაკავშირებით კი განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება საყურადღებოა, მაგრამ საჭიროა მოტივების ნახვა.“



მსგავსი ინფორმაციები