აშშ-მა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

შირნაქში, მარდინსა და დიარბაქირში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით პირველი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გააკეთა

549676
აშშ-მა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

აშშ-მა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო.

შირნაქში, მარდინსა და დიარბაქირში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით პირველი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გააკეთა.

საბჭოს წარმომადგენელი ნედ პრაისი წერილობით განცხადებაში აღნიშნავს: „აშშ უმკაცრესად გმობს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.“  

პრაისი ასევე აღნიშნავს, რომ ლოცულობენ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სულებისათვის და ახლობლებისათვის და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

პრაისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული  შტატების ტერორისტული აქტებისა და 15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის წინაშე აღმოჩენილი თურქეთის ურყევს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

მისივე თქმით, თურქ უფლებამოსილებთან ახლო კონტაქტი აქვთ და განაახლა ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთთან ერთად მუშაობის პირობა.

განცხადება გააკეთა ასევე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა და მკაცრად დაგმო თურქეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ჩადენილი ვერაგული თავდასხმა.

კარტერმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაეშისა და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #ტერაქტი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები