ნატო და რუსეთი ისევ ვერ შეთანხმდნენ

ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რუსეთის მხრიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა

528923
ნატო და რუსეთი ისევ ვერ შეთანხმდნენ

ნატოსა და რუსეთს შორის ელჩების დონეზე გამართულ სხდომაში მხარეებმა ისევ ვერ შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს ნატო-რუსეთს შორის გამართული მეორე შეხვედრა გახლდათ. შეხვედრაზე ასევე ამა თვის 8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც იქნა განხილული, მაგრამ, მხარეებმა შეთანხმებას მაინ ვერ მიაღწიეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  „მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ვერ შეთანხმდნენ შეხვედრა მაინც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მხარეებმა თავიანთი პოზიციები ღიად დააფიქსირეს.“ მან ასევე განაცხადა, რომ ნატო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს რა, მინსკის შეთანხმებას მხარეებმა პატივი უნდა სცენ და მოვალეობები შეასრულონ. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე ანტირუსული პოლიტიკა გრძელდება. ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რუსეთის მხრიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა.



მსგავსი ინფორმაციები