მიწისძვრა ეკვადორში

იწისძვრა ადგილობრივი დროით 21:01 წუთზე მოხდა

527058
მიწისძვრა ეკვადორში

ეკვადორის ჩრდილოეთით ათი წუთის შუალედით 5,9 და 6,3  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრი იუწყება, რომ ეკვადორის ჩრდილოეთით, ქალაქ მუისნედთან 24 კილომეტრის ჩრდილოეთით  პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:01 წუთზე, ხოლო მეორე ბიძგები იგივე ტერიტორიაზე 10 წუთის შემდეგ განმეორდა. მიწისძვრა 35 კილომეტრ სიღრმეში მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტი, რაფაელ კორეაი  ფაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქ კიოტოში და მის გარე უბნებშიც იგრძნობოდა რა, მას რაიმე სახის ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკვადორში მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 663 ადამიანი დაიღუპა, 29 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.



მსგავსი ინფორმაციები