თავდასხმა მედინაში

თავდასხმა მედინაში

523966
თავდასხმა მედინაში

საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში, მესჯიდი ნევევის მახლობლად მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. გუშინ საღამოს საათებში მესჯიდი ნებევის მახლობლად სამართალდამცველებმა საეჭვო მდგომარეობა შენიშნეს რა, მისი  შეჩერება სცადეს, მაგრამ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა რის შედეგადაც, ოთხი სამართალდამცველი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. გუშინ ასევე საუდის არაბეთის აღმოსავლეთით კათიბის რეგიონში ბაზართან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. თურქეთმა საუდის არაბეთში განხორციელებული ტერაქტი უკვე დაგმო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაგმო და საუდის არაბეთს მისამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა კი  ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და მომხდარი  მკაცრად დაგმო.



მსგავსი ინფორმაციები