ობამამ ორლანდოში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ჰომოსექსუალთა ღამის კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა 53 კი დაშავდა, ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

509971
ობამამ ორლანდოში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ჰომოსექსუალთა ღამის კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა 53 კი დაშავდა, ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და ქვეყანაში დროშების დაშვების მითითება გასცა. თავდასხმა წარმოშობით ავღანელმა ამერიკის მოქალაქე ომერ მეტინმა ჩაიდინა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა კი ტერორისტულმა ორგანიზაცია დეაშმა აიღო.       

თავდასხმა ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა ამერიკის ისტორიაში.

თავდასხმა დაგმო თურქეთმა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ვგმობთ ორლანდოში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ბევრი ადამიანი ემსხვერპლა და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს.“

ფლორიდის შტატში განხორციელებულ სისხლიან თავდასხმას მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა ამერიკის მუსლიმ მოსახლეობაშიც და მუსლიმური საზოგადოებები ზედიზედ აქვეყნებენ ამ თავდასხმის დამგმობელ განცხადებებს,

ამავდროულად, ბოლო თავდასხმა ანტიმუსლიმური გამოსვლებისათვის კიდევ ერთხელ გამოიყენა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის მებრძოლმა დონალდ ტრამპმა და კიდევ ერთხელ წამოაყენა წინადადება ამერიკაში შესვლა აუკრძალონ მუსლიმებს. ტრამპმა სოციალური ქსელების მეშვებით გაკეთებულ გზავნილში განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ობამა ბოლოსდაბოლოს რადიკალურ ისლამურ ტერორზე არ ისაუბრებს, თანამდებობა დატოვოს. ტრამპის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ამერიკულ პრესაში. ზოგიერთმა სამაუწყებლო ორგანომ ტრამპის ეს განცხადება „ოპორტუნისტულად“ შეაფასა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ტერაქტი , #ორლანდო

მსგავსი ინფორმაციები