ტაივანის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

გუშინ, იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური დემოკრატიული წინსვლის პარტიის, ქალი ლიდერის საი ინგ ვანის, ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

494269
ტაივანის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

ტაივანის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო.

გუშინ, იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური დემოკრატიული წინსვლის პარტიის, ქალი ლიდერის საი ინგ ვანის, ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტის დედაქალაქ ტაიბეიში გამართულ ინაუგურაციას ათასობით ადამიანი დაესწრო.  

საი ინგ ვანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 60% მოიპოვა.

2008 წლიდან ხელისუფლებაში მყოფ ნაციონალურ პარტიას კუმინტანგს პეკინთან დაახლოებასა და ტაივანის ეკონომიკის ამ ქვეყნაზე დამოკიდებულების გაზრდაში სდებდნენ ბრალს.

ჩინეთის მთავარ ნაწილში 1949 წელში მაო ძე-დუნის ლიდერობით ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ჩან კაი შინის ლიდერობით ნაციონალური პარტიის მომხრეებს შორის დაწყებულ სამოქალაქო ომში ჩან კაი შინი და მისი მომხრეები ტაივანში გაიქცნენ, რის შემდეგაც მხარეებს შორის კავშირი შეწყდა.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ ში ძიპინგსა და ტაივანის ლიდერის მა ინცზიუს შორის 2015 წლის 7 ნოემბერს სინგაპურში გამართული ამ დონის შეხვედრა პირველი იყო 66 წლიანი პაუზის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები