ჰანოვერში მინის სამიტი გაიმართა

განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები

478506
ჰანოვერში მინის სამიტი გაიმართა

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქალაქ ჰანოვერში მიიღო აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები ობამა და ოლანდი, ინგლისი და იტალიის პრემიერმინისტრები კამერონი და რენზი.

ეს იყო ამ ლიდერების რიგით მე-5 მინი სამიტი და მასზე ძირითადი ყურადღება დაუთმეს აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს.

სამიტის დასრულების შემდეგ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში მერკელმა თქვა, რომ ყველანი მხარს უჭერენ ჟენევაში მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას. არალეგალურ მიგრაციაზე საუბრისას კანცლერმა კიდევ ერთხელ დაიცვა ევროკავშირ-თურქეთს შორის ხელმოწერილი საიმიგრაციო შეთანხმება და ორივე მხარეს მოუწოდა, ცხოვრებაში განახორციელონ მისი პირობები.

“ლიბიის საკითხში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ხოლო ამ ქვეყნიდან არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით ხმელთაშუაზღვაში პატრულირებას გააგრძელებენ ნატოს გემები“, განაცხადა მერკელმა და დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში კატეგორიულობასაც დაუჭირეს მხარი



მსგავსი ინფორმაციები