ტერაქტი ნიგერიაში

ტერაქტის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

430748
ტერაქტი ნიგერიაში

ნიგერიაში ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული ორი თვითმკვლელური ტერაქტის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ ბანაკში ორმა თვითმკვლელმა ქალმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე ამჟამად ოფიციალური პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ვარაუდობენ იმასაც, რომ იგი ტერორგანიზაცია ბოკო არამმა განახორციელა. აღნიშნული ტერორგანიზაციის მიერ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად მთლიანობაში 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, 2,5 მილიონმა კი საკუთარის სახლკარი მიატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები