ბრიუსელი ნატოს მინისტერიალს მასპინძლობდა

“ნატო დაიცავს თურქეთის უსაფრთხოებას“

357684
ბრიუსელი ნატოს მინისტერიალს მასპინძლობდა



ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიუსელის შეკრების დასრულების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ, ნატოს წევრი თურქეთის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხმელთაშუაზღვაში სამხედრო თვითმფრინავებს და გემებს გააგზავნიან, მათ შორის ინგლისი გამანადგურებლებს, გერმანია და დანია კი ტაქტიკური მართვის გემებს.

მოკლედ, სტოლტენბერგის თქმით რამდენიმე კვირის განმავლობაში ნატოს წევრი ყველა ქვეყანა შეასრულებს თურქეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

“ჩვენ განვიხილეთ ასევე თურქეთის მხრიდან ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის საკითხი და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ანკარას აქვს თავის საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დაცვის უფლება“, განაცხადა ნატოს გენ. მდივანმა და დაამატა, რომ ნატო რუსეთ-თურქეთს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვას ელის


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები