პარიზი კლიმატური ცვლილებების სამიტს მასპინძლობს

მას 150 ქვეყნის ლიდერი ესწრება

396662
პარიზი კლიმატური ცვლილებების სამიტს მასპინძლობს


პარიზში გუშინ დაწყებულ გაეროს 21-ე კლიმატური ცვლილებების სამიტს მსოფლიოს 150 ქვეყნის ლიდერი ესწრება და ისინი განიხილავენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს.

სამიტი შესავალი სიტყვით გახსნა მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და თქვა, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მარტო კეთილი ნების გამოჩენა არ არის საკმარისი და საჭიროა ამ საკითხში ახალი ხელშეკრულების მომზადება, რომელსაც ხელს მოაწერს ყველა ქვეყანა.

თურქეთს ამ სამიტზე ერდოღანი წარადგენს და სიტყვით გამოსვლისას ჯერ ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულების გამო, შემდეგ კი გლობალური დათბობის პრობლემას შეეხო და თქვა, რომ ამ საკითხში პარიზის სამიტმა უნდა უზრუნველყოს შერბილების და ადაპტაციის ბალანსი, თანაც პრობლემები უნდა გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ თანაბარ საწყისებზე. მისივე აზრით გლობალური დათბობის საკითხში ძირითადი პასუხისმგებლობა განვითარებულ ქვეყნებს უნდა დაეკისროს.

ობამამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა ე.წ. ეროვნულ ეგოიზმში და ხაზი გაუსვა, რომ მომავალ თაობებს უნდა დაუტოვონ ცხოვრებისათვის ხელსაყრელი დედამიწა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები