შვედეთში უსაფრთხოების გამო განგაშია

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პიროვნებას ეძებენ

419397
შვედეთში უსაფრთხოების გამო განგაშია

შვედეთში უსაფრთხოების გამო განგაშია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პიროვნებას ეძებენ.

შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შვედეთში ამ კვირაში შევიდა და იგი ტერაქტის მოსაწყობად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს პარიზის ტერაქტებთან კავშირი არ აქვს. აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაახმაურეს.

შვედეთის პრესის ცნობით, ეჭვმიტანილი სირიაში გაწვრთნილი ერაყელია.

ქვეყანაში საელჩოებთან და ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომები დანიასა და ნორვეგიაშიც გაამკაცრეს.

ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასში 5 სირიელი დააკავეს, რომელთაც მოპარული 5 ბერძნული პასპორტი აღმოაჩნდათ და ისინი აშშ-ში მიემგზავრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის მუქარის მიხედვით, პარიზის შემდეგ მათი მომდევნო სამიზნე ვაშინგტონი იქნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები