აშშ ზოგიერთ რეისზე უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს

ვაშინგტონმა დამატებითი ზომების გატარების გადაწყვეტილება მიიღო

364186
აშშ ზოგიერთ რეისზე უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ვაშინგტონმა დამატებითი ზომების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვაშინგტონის განცხადებით „რეგიონში მდებარე გარკვეული აეროპორტებიდან“ აშშ-ის მიმართულებით განსახორციელებელ რეისებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება,.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, დამატებითი ზომები სათანადო ქვეყნების მთავრობებთან და ავიაკომპანიებთან კონსულტაციებით გატარდება.

დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვტილება მგზავრებისათვის დამატებით უსაფრთხოების ფენას უზრუნველყოფს.

დამატებითი ზომების ფარგლებში თვითმფრინავში ასატანი ბარგი უფრო დეტალურად იქნება დათვალიერებული.

განცხადებაში არ არის საუბარი დამატებითი ზომების დეტალებზე და იმაზე თუ იგი რომელ აეროპორტებში გატარდება.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის შარმ ელ შეიხიდან რუსეთის სანქტ პეტერბურგის მიმართულებით მფრინავი რუსული თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და მასში მყოფი 217 მგზავრი, რომელთაგანაც 17 ბავშვი იყო და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები