გაერო, აშშ-ი

გაერომ მოუწოდა აშშ-ს მოხსნას კუბის ემბარგო

402956
გაერო, აშშ-ი

გაერომ მოუწოდა აშშ-ს მოხსნას კუბის ემბარგო.
გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე, ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, 191 ქვეყნის მხარდამჭერი კანონ-პროექტით მოწოდება გამოითქვა ვაშინგტონის მიმართ მოხსნას კუბისთვის დაწესებული ემბარგო.
გენერალური ასამბლეა, ყოველ წლიურად ახდენს კუბის კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანას, რომელსაც არ გააჩნია არავითარი იურდიული საფუძველი.
წელს 24-ედ ხდება აშშ-ისთვის მსგავსი მოწოდება.
აშშ-ს და კუბას შორის 54 წლის განმავლობაში შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, წელს ხელახლა დაიწყო კონტაქტების აღდგენა და ორივე ქვეყნის დედაქალაქებში გაიხსნა საელჩოები.
კუბა მოითხოვს მოიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი საკითხი, სავაჭრო ემბარგო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები