თავდასხმა ბაჰრეინში

დაიღუპა 2 პოლიციელი

304750
თავდასხმა ბაჰრეინში


ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დღეს დილით სიტრას სახელწოდების კუნძულზე თავდასხმა განხორციელდა შიიტებით დასახლებული უბნის პატრულებზე, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა, 6 დაიჭრა.

ხელისუფლებამ კუნძულის დამაკავშირებელი გზები გადაკეტა და თავდამსხმელთა დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.

ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა.

ხსენებულ კუნძულზე ხშირად ხდება თავდასხმები და შეტაკებები. ყველაზე მეტი, 89 კაცი დაიღუპა 4 წლის წინ წარმოქმნილ შეტაკებაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები