ნიგერიის პრეზიდენტი აშშ-ია

თეთრ სახლში, ბუჰარი შეხვდა პრეზიდენტ ობამას და საგარეო საქმეთა მინისტრს ჯონ კერის.

383702
ნიგერიის პრეზიდენტი აშშ-ია

ტერ-ორგანიზაცია ბოკო ჰარამის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნიგერიის სახელმწიფოს პრეზიდენტი მუჰამედ ბუჰარი მხარდაჭერის მოსაპოვებლად აშშ-ში იმყოფება.
თეთრ სახლში, ბუჰარი შეხვდა პრეზიდენტ ობამას და საგარეო საქმეთა მინისტრს ჯონ კერის.
კერიმ, ბუჰარისთან ერთად ტელევიზიის კამერების წინ განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებენ ტერ-ორგანიზაცია ბოკო ჰარამის წინააღმდეგ საბრძოლველად. მნიშვნელოვანი უწოდა ნიგერიის სახელმწიფოს და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიეს ძლიერ კონსესუსს.
ბუჰარი, ვაშინგტონში, შეხვდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და შესძლო თავის ქვეყნისთვის 2 მილიარდი დოლარის დახმარების მოპოვება და აღნიშნა, რომ მას მოიხმარებს ტერ-ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მხრიდან გაპარტახებული ქვეყნის რესტრუქტურიზაციისთვის.
ბუჰარი შეხვდა ბილლის, მელინდა გატესის ფონდის და მსოფლიო ჯანდაცვის უფლებამოსილებს და მათგანაც მოითხოვა მხარდაჭერა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები