თავდასხმა მთავარ პროკურორზე

იგი ადგილზევე დაიღუპა

324955
თავდასხმა მთავარ პროკურორზე


ეგვიპტიდან მიღებული ცნობებით ამ ქვეყნის მთავარ პროკურორ ჰიშამ ბერექატის ბადრაგზე ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა სახლიდან გამოსვლისას და იგი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დაცვის რამდენიმე წევრი კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს კაიროს სავადმყოფოებში.

პირველადი ცნობებით თავდასხმა ან ბომბით დატვირთული ავტომანქანის მათთან შეტაკებით, ანდა, ბადრაგში შემავალი რომელიმე ავტომანქანის ქვეშ ჩადებული ბომბით განხორციელდა.

ეს არის ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრზე 2013 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე განხორციელებული მორიგი ტერაქტი.

ხელისუფლების ვარაუდით ეს თავდასხმა შეიძლება ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე რომელიმე ტერ ორგანიზაციამ განახორციელა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები