თავსაბურიანი მუსლიმანი ქალი გაამართლეს

მას სამუშაოზე მიიღებენ

300884
თავსაბურიანი მუსლიმანი ქალი გაამართლეს


აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა იმ მუსლიმანი ქალის აპელაციის მიმართ, რომელსაც თავსაბურის ტარების გამო უარი ეთქვა სამუშაოზე მიღება.

ხსენებული სასამართლოს განაჩენში ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ისეთი გარემო შექმნას თავის საწარმოში, სადაც ყველა დასაქმებულს შეეძლება თავის რელიგიური რიტუალების შესრულება.

მუსლიმანმა სამანტა ელოფმა ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა 17 წლის იყო, ოკლაჰომას პროვინციაში მდებარე ქალაქ ტულსას ერთ ერთი მზა ტანსაცმლის მაღაზიას მუშაობის მიზნით მიმართა, მაგრამ, მას მაღაზიის პატრონმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ თავსაბური ეწინააღმდეგება მისი მაღაზიის ტანსაცმლის პოლიტიკას.

ტულსას რეგიონალურმა სასამართლომ 20 ათასი დოლარის ჯარიმა დააკისრა ხსენებულ მაღაზიას, რომელმაც ეს განაჩენი უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა და მუსლიმანმა ქალმა ეს სასამართლოც მოიგო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები