ხმელთაშუა ზღვაში არალეგალების გემი ჩაიძირა

ლიბიის წყლებში გემი ჩაიძირა, რომელზეც 700 არალეგალი იმყოფებოდა

243096
ხმელთაშუა ზღვაში არალეგალების გემი ჩაიძირა


იტალიის კუნძულ ლამპედუზადან 200 კილომეტრის დაშორებით, ლიბიის წყლებში გემი ჩაიძირა, რომელზეც 700 არალეგალი იმყოფებოდა.

კატასტროფა გემის ბალანსის დარღვევამ და გადაბრუნებამ გამოიწვია.

მომხდარის შემდეგ იტალიის სანაპირო დაცვის ჯგუფებმა ფართომაშტაბიანი სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

ერთ-ერთი გადარჩენილი ბანგლადეშელი არალეგალის თქმით, გემზე დაახლოებით 950 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველის განცხადებით, გემზე მყოფი არალეგალებიდან 200 ქალი და 40-50 კი ბავშვი იყო.

ჯერ-ჯერობით 49 ადამიანის გადარჩენა და 24 ადამიანის ცხედრის აღმოჩენა მოხერხდა.

იტალიის პრემიერმა მატეო რენციმ კატასტროფის შემდეგ ევროკავშირს საგანგებო შეხვედრის გამართვისაკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები