ჩილეში 5 დღეა გადაუღებლად წვიმს

დაიღუპა 17 კაცი

289994
ჩილეში 5 დღეა გადაუღებლად წვიმს


5 დღეა გადაუღებლად წვიმს ჩილეში, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც მთლიანობაში 17 კაცი დაიღუპა, 20 კი დაკარგულად არის გამოცხადებული.

ყველაზე მეტად მდინარე კოპიაპო ადიდდა და ადგილობრივების განცხადებით ასეთი ადიდება დაახლოებით 80 წლის წინ მომხდარა.

შესაძლო რაიმე საშიშროების პრევენციის მიზნით ათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინეს.

ჩილეს პრეზიდენტის მიშელ ბაშელეტის პრეს წარმომადგენლის განცხადებით დაზარალებულ რეგიონებს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები