შეიარაღებული თავდასხმა ავღანეთში

დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

278858
შეიარაღებული თავდასხმა ავღანეთში

ავღანეთის ქალაქ ვარდაკში დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ქალი.

ქაბულიდან ქალაქ ღაზნეში მიმავალ ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა ვარდაკის პროვინციის საზღვრებში მოხდა. ფაქტის დროს ორი ადამიანიც დაიჭრა, რომელთაგანაც ერთი ბავშვია.

ასევე ქალაქ ღაზნეს კაზე კალას რეგიონში ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბის ფეხბურთის მოედანზე აფეთქების შედეგად 10-დან 15 წლამდე ასაკის 5 ბავშვი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

თალიბანი აცხადებს, რომ ავღანეთის არმიის მიერ ნატყორცნი რაკეტა ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც მრავალი ბავშვი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები