ტუნისში მუზეუმზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

ბარდოს მუზეუმზე, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

272159
ტუნისში მუზეუმზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა


ტუნისში მდებარე ბარდოს მუზეუმზე, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 17 ტურისტი დაიღუპა. ოპერაციის დროს 2 თავდამსხმელი მოკლული იქნა და ერთი პოლიციელი დაიღუპა.

დაღუპული ტურისტები იტალიის, საფრანგეთის, კოლუმბიის, იაპონიის, პოლონეთის, ავსტრალიისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან.

თავდამსხმელების მიერ მძევლად აყვანილი ტურისტები კი, რომელთა შორისაც ბავშვებიც იყვნენ, ევაკუირებულნი იქნენ.

პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარე მუზეუმზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც პარლამენტარები ანტიტერორისტულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

მომხდარის შემდეგ პარლამენტის მუშაობა შეწყდა და შენობაში მყოფი ადამიანები კი ევაკუირებულნი იქნენ.

თავდასხმის დროს მუზეუმში დაახლეობით 200 ადამიანი იმყოფებოდა. ბარდოს მუზეუმად გადაკეთებული ოსმალური სასახლე, ტუნისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.

მომხდარის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ტუნისის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ ქვეყანა „ტერორიზმს ებრძვის“ და ისინი დაუნდობლად გააგრძელებენ ბრძოლას და დემოკრატია გაიმარჯვებს.

თავდასხმა მკაცრად დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

ტუნისის მხარდამჭერი გაცხადებები გააკეთეს აშშ-სა და საფრანგეთის წარმომადგენლებმაც.

ტუნისის რამდენიმე ქალაქში კი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები