შეიარაღებული თავდასხმა ბარდოს მუზეუმზე

დაიღუპა 7 კაცი, 30 კი მძევლად არის აყვანილი

271252
შეიარაღებული თავდასხმა ბარდოს მუზეუმზე


ტუნისიდან მიღებული ცნობით ამ ქვეყნის სამხედრო უნიფორმაში გადაცმული და კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ორი პირი პარლამენტის მახლობლად მდებარე ბარდოს ეროვნულ მუზეუმს დაესხნენ თავს და 7 ტურისტი მოკლეს, 8 დაჭრეს, ხოლო 30 კაცი კი მძევლად აიყვანეს, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

დაღუპულთა შორის ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მოქალაქეებიც არიან.

ხელისუფლების ვარაუდით ეს თავდასხმა შეიძლება პარლამენტზე უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ, თავდამსხმელებს ალბათ შეეშალათ მისამართი და მის მაგივრად მუზეუმს დაესხნენ თავს.

მიღებული ცნობებით ტუნისის ძალოვანებმა ალყა შემოარტყეს მუზეუმს, მაგრამ, მიუხედავად ამისა თავდამსხმელები არ ნებდებიან.

ქვეყნის პარლამენტმაც დროებით შეწყვიტა მუშაობა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები