უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ისევ საფრთხე ემუქრება

უკრაინის მთავრობის განცხადებით, პრორუსების მიერ კვირას 112 სამხედრო წერტილზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა, 25 კი დაიჭრა

220835
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ისევ საფრთხე ემუქრება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ისევ საფრთხე ემუქრება.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, პრორუსების მიერ კვირას 112 სამხედრო წერტილზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა, 25 კი დაიჭრა.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში გუშინ 40 შეტევა განხორციელდა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით მსხვერპლის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მომხდარი შეტაკებების გამო „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ამერიკამ უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებების მომწყობებს და მათ მხარდამჭერ მოსკოვის ხელისუფლებას თავდასხმების სასწრაფოდ შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

განსაკუთრებით სტრატეგიული ქალაქის დებალცევოს მიმდებარედ გააქტიურებული შეტაკებების გამო მხარეებმა მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით მძიმე შეიარაღების რეგიონიდან გაყვანა ვერ დაიწყეს. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ პრორუსების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების შემმოწმებელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ეუთოს დამკვირვებლებმა შეტაკების გამო დებალცევოში მუშაობა ვერ დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები