თავდასხმა კოპენჰაგენში

დაიჭრა შვედი ხელოვანი ლარს ვილიკსი, რომელმაც, 2007 წელში წმინდა მუჰამედის კარიკატურით მწვავე დისკუსიები გამოიწვია.

219210
თავდასხმა კოპენჰაგენში

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში თავდასხმა განხორციელდა კაფეზე, რომელიც მასპინძლობას უწევდა ისლამის და სიტყვის თავისუფლების შესახებ დებატებს. დაიღუპა ერთი, დაიჭრა სამი პოლიციის პერსონალი.
კაფეში ჩატარებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა შვედი ხელოვანი ლარს ვილიკისი, რომელმაც, 2007 წელში წმინდა მუჰამედის კარიკატურით მწვავე კონფლიქტი გამოიწვია.
ინფორმაციით, დაშავდა ვილიკისი და ღონისძიების მონაწილე საფრანგეთის ელჩი, რომლებიც სწრაფად დააშორეს შემთხვევის ადგილს.
დანიის პრემიერის ჰელე თორნინგ შმიდტის განცხადებით, შემთხვევა ტერ-აქტის ხასიათისაა და სახელმწიფოში უმაღლესი დონის მზადყოფნა განხორციელდა.
ამავე დროს კოპენჰაგენის ყველაზე დიდ ქუჩაზე, სადაც სინაგოგია, გაისმა სროლის ხმა და შეიარაღებულ თავდასხმაში დაიჭრა სამი ადამიანი.
ფართო უსაფრთხოებითი ღონისძიება იქნა მიღებული და ხელახალი თავდასხმის შესაძლებლობის ვარაუდით დაცლილ იქნა სინაგოგის მიმდებარე მატარებლის სადგური.
ჯერ არავის აუღია ინციდენტის პასუხისმგებლობა.
შემდეგ საათებში კი, კოპენჰაგენში, ისევ გაისმა იარაღის ხმები.
პოლიციის საპატრულოში, პოლიციელებზე ცეცხლის გამხსნელი პიროვნება იქნა მოკლული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები