რუსეთში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, სუ-24 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა

216917
რუსეთში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, სუ-24 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბრძოლო თვითმფრინავი მარინოვკას აეროპორტის მიმდებარედ ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი აეროპორტიდან 7 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამოქალაქო პირები არ დაღუპულან.

თვითმფრინავში მყოფი ორი პილოტის ბედი კი ჯერ-ჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ პილოტებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე კატაპულტირება მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. თვითმფრინავი ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები