ამერიკის შეერთებული შტატების ორ სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული

ამერიკის შეერთებული შტატების ორ სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა

213993
ამერიკის შეერთებული შტატების ორ სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული

აშშ-ს ორ სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა.

ქალაქ ატლანტაში თავდამსხმელმა 4 ადამიანი მოკლა, ორი დაჭრა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ექვს პიროვნებას შორის ბავშვები და თავდამსხმელის ყოფილი მეუღლეც იყო.

პოლიციამ თავდამსხმელის ყოფილი მეუღლის გარდა სხვა ადამიანების ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

ქალაქ პიტსბურგში კი ერთ-ერთ სუპერმარკეტში თავდამსხმელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

დამნაშავემ მომხდარის შემდეგ მიმალვა მოახერხა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები