აშშ-ში ქარბუქი მძვინვარებს

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ტორონტოში.

206659
აშშ-ში ქარბუქი მძვინვარებს

აშშ-ში ქარბუქმა მთლად არია სახელმწიფოს ცხოვრება. სკოლები დაიკეტა დეტროიდში, ბოსტონსა და როდ აილინდში. 2 ათასი ფრენა გადაიდო ქვეყნის მასშტაბით.
ჩიკაგოში, 30 სმ-ს მიაღწია თოვლის სისქემ.
ილინოიის შტატში, ქარბუქის გამო გადაყირავდა სახიფათო ნივთიერებით სავსე ტანკერი და საჭირო გახდა გარემოში მცხოვრები ხალხის ევაკუაცია.
20 ათასი ოჯახი დარჩა უშუქოდ.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ტორონტოში.
გაფრთხილება მიეცა ხალხს აუცილებლობის გარდა, არავინ გავიდეს ქუჩაში.
თოვლის ქარბუქი გავლენიანია კანადაშიც. იქაც გაფრთხილებულ იქნა მოსახლეობა.
ქარბუქის გამო, დროდადრო იკეტება ქალაქების და საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გზები. ძნელდება საჰაერო მი-მოსვლაც.
არდადეგები გამოცხადდა სკოლებში, დაიკეტა საზოგადოებრივი დაწესებულებები. პოლიციას და ჯანდაცვის პერსონალებს, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში მიჰყავთ უსახლკაროდ დარჩენილები და გაჭირვებულები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები