ევროპის საბჭოს პარლამენტართა ასამბლეასა და რუსეთს შორის დაძაბულო

ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეამ უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევების გამო რუსეთს ხმის მიცემისა და მმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა

202004
ევროპის საბჭოს პარლამენტართა ასამბლეასა და რუსეთს შორის დაძაბულო

ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეამ უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევების გამო რუსეთს ხმის მიცემისა და მმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა.

რუსეთში ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეამ წლის ბოლომდე მუშაობა შეწყვიტა.

ევროპის საბჭოს პარლამენტართა ასამბლეას ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხმის მიცემის უფლება 2014 წლის ბოლომდე ჰქონდა შეჩერებული.

ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევების გამო რუსეთს ხმის მიცემისა და მმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება 2015 წლის აპრილამდე შეუჩერდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსი პარლამენტარები წევრ ქვეყნებში გასამართ არჩევნებზე გასაგზავნ დელეგაციებში ვერ შევლენ და ასამბლეის წარმომადგენლად სხვა ქვეყნებში არ გაიგზავნებიან.

რუსი პარლამენტარების დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ევროპის საბჭოს პარლამენტართა ასამბლეიდან გასვლისაკენ უბიძგებს და ასამბლეის მუშაობას ამ წლის ბოლომდე ბოიკოტს გამოუცხადებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები