პარიზის მერი ამერიკულ ტელევიზა Fox News-ს სასამართლოში უჩივლებს

პარიზის მერი ამერიკულ ტელევიზა Fox News-ს სასამართლოში უჩივლებს

193845
პარიზის მერი ამერიკულ ტელევიზა Fox News-ს სასამართლოში უჩივლებს

პარიზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ twitter-ით გაკეთებული რასისტული და ანტი მუსლიმანური სკანდალური განცხადებების გამკეთებელს ამერიკული ტელევიზიის Fox News -ს ხელმძღვანელს რუპერტ მარდკოვს საფრანგეთში სასამართლოში უჩივლეს.

პარიზის მერის განცხადებით, პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა, ამერიკული ტელევიზიის Fox News-ის მიერ საზოგადოებაში პოლარიზაციის გამომწვევი ინფორმაციის გაშუქების, პარიზის რეპუტაციის და იმიჯის შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

Fox News-ით გასულ ერთ-ერთ გადაცემაში აღინიშნა, რომ პარიზის თაოსნობით ევროპის მრავალ ქალაქში, სადაც მუსლიმანების შედინება ხდება, ”მიუვალი რეგიონები” შეიქმნა, ისინი შარიათით იმართება და იქ თითქოს სამთავრობო და უსაფრთხოების ძალებსაც კი არ უშვებენ.

Fox News-ის ხელმძღვანელის მიერ პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო: ”მუსლიმების უმრავლესობა შეიძლება მშვიდობის მომხრენი იყვნენ, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გარკვეულ წილად გაძლიერდნენ და ისინი ჯიჰადს უჭერენ მხარს. ამიტომ ყველა მუსლიმი პასუხისმგებელია ამ ტერაქტზე”. ამ განცხადებამ საზოგადოების უმწვავესი რეაქცია გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები