გერმანია ასამართლებს NSU-ს წევრებს

ერთმა ჯგუფმა, მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ტერორისტული ორგანიზაციის NSU-ს დანაშაულის შესახებ.

192917
გერმანია ასამართლებს NSU-ს წევრებს

გერმანიაში გრძელდება ათი ადამიანის, მათ შორის 8 თურქის, ბარბაროსულად მკვლელი რასისტული ეროვნულ-სოციალისტური იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის NSU-ს წევრების გასამართლება. მიუნხენის რეგიონული სასამართლოს გუშინდელ 175-ე შეხვედრაზე გამოკითხულ იქნენ დაახლოებით ათი წლის წინ კოლნის კოიპის პროსპექტზე მომხდარ ინციდენტში დაშავებული მოწმეები. 2004 წლის 9 ივნისს კოიპის პროსპექტზე მომხდარ ბომბიან თავდასხმაში 22 ადამიანი დაიჭრა.
ამავდროულად კი მიუნხენის რეგიონული სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბა ერთი ჯგუფი, რომელმაც მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ტერორისტული ორგანიზაციის NSU-ს დანაშაულის შესახებ.
წამოყენებულ იქნა მოთხოვნა გამოაშკარავდეს ტერ-ორგანიზაციას ჰქონდა თუ არა საიდუმლო სადაზვერვო სამსახურთან კავშირი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები