Pegida-ს გამოსვლა აკრძალეს

მათი ანტისლამური გამოსვლა აკრძალეს

189576
Pegida-ს გამოსვლა აკრძალეს

გერმანიაში Pegida-ს მხრიდან მუსლუმანებისა და ემიგრანტების წინააღმდეგ მსვლელობას უკვე მე-13 კვირაა რაც ნებართვა არ მისცეს. ისინი ამ ტიპის მსვლელობას ყოველ ორშაბათ დღეს აწყობენ.

ამით პეგიდას მიერ ორშაბათობით დაგეგმილ კიდევ ერთ გამოსვლას ნება არ მიეცა.
პოლიციის განცხადებით პეგიდას ერთ-ერთ ლიდერზე მატარებლის სადგურში თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო.

ქალაქ დრეზდენში გასული წლის ოქტომბერში ემიგრანტებისთვის ასაშენებელი თავშესაფრის საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ პეგიდას წევრები და მას შემდეგ ეს გამოსვლები ტრადიციული გახადეს.

დემონსტრანტების რიცხვი თანდათან მატულობს და Charlie Hebdo-ს ჟურნალზე განხორციელებული თავდასხმის გაპროტესტების მიზნით ჩატარებულ გამოსვლაში 25 ათასი კაცი მონაწილეობდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები