ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

181017
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.

28 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმების მომპოვებელი ორი კანდიდატი ერთმანეთს ებრძვის.

მეორე ტურში მონაწილეობას იღებენ სოციალურ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ამჟამინდელი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი და ეროვნული ხორვატიის დემოკრატიული კავშირის ქალი კანდიდატი, კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი.

არჩევნების პირველ ტურში იოსიპოვიჩმა ხმების 38,46%, ხოლო კიტაროვიჩმა კი 37,22% მოაგროვეს.

ქვეყანაში მთლიანობაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 794 ათას 293 ამომრჩეველი. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 47,12%-მა მიიღო მონაწილეობა.

ხორვატიაში ყოფილი იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, 1991 წლიდან, მეექვსედ იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. გამარჯვებული პრეზიდენტი მოვალეობას 5 წლის ვადით შეასრულებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები