მარდოკის სკანდალურ tweet-ს მწვავე რეაქციები მოჰყვა

მარდოკის სკანდალურ tweet-ს ათასობით მწვავე რეაქცია მოჰყვა

181163
მარდოკის სკანდალურ tweet-ს მწვავე რეაქციები მოჰყვა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მედია მაგნატებიდან რუპერტ მარდოკის მიერ Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერაქტზე, რომელმაც 12 ადამიანი იმსხვერპლა, გავრცელებულ Tweet-ს ერთ საათში ათასობით გამოხმაურება მოჰყვა.

ამ გზავნილს გამოეხმაურა ასევე პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელი იბრაიმ კალინიც, რომელმაც მარდოკის შეფასებას სულელური უწოდა. კალინი აღნიშნავს: „საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზე 1 მილიარდ 600 მილიონ მუსლიმზე პასუხისმგებლობის დაკისრება, მეორე მსოფლიო ომზე, ჰოლოკოსტზე და ხიროსიმაზე ყველა დასავლელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მსგავსი სულელური და რასისტული ლოგიკაა“.

ინგლისისა და ამერიკის თაოსნობით მნიშვნელოვანი მედია ძალაუფლების მფლობელი რუპერტ მარდოკი წლების წინ ერაყის ომის გამღვივებელი გადაცემების გამო დიდი ხნის მანძილზე კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული. მსოფლიოს უმდიდრესთა სიის სათავეებში მოქცეული მარდოკის ეს განცხადება, რომელიც ფრანგი ხალხის „ერთობის მსვლელობამდე“ რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა, დიდ მარცხად იქნა შეფასებული.

მარდოკის გამონათქვამები ეწინააღმდეგება „ერთობის მსვლელობას“ არსს, რომელშიც პრემიერ აჰმედ დავუთოღლუსთან ერთად 2 ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და 8 ქვეყნის პრემიერი მიიღებს მონაწილეობას და ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ტერაქტებს არანაირი კავშირი არ აქვთ ისლამთან“.

მარდოკმა ასევე დაივიწყა ტერაქტის დროს დაღუპული პოლიციელი აჰმედ მერაბეტი, რომელიც იმის გამო, რომ მუსლიმი იყო, მომხდარის სიმბოლოდ იქცა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტებმა ისლამური ქვეყნების ლიდერების თაოსნობით მსოფლიოს მწვავე რეაქცია გამოიწვია და იგი მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები