"Charlie Hebdo"-ს ეჭვმიტანილები ალყაში არიან მოქცეულნი

მათთან ჯერ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

178951
"Charlie Hebdo"-ს ეჭვმიტანილები ალყაში არიან მოქცეულნი



საფრანგეთში სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ “Charlie Hebdo“-ზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციამ ალყაში მოაქცია პარიზის ჩრდილოეთში მდებარე დასახლების ერთ საწარმოში და იმის გამო რომ მათ მძევალი ჰყავთ, ამიტომაც ჯერ ჯერობით თავს იკავებენ ოპერაციის დაწყებისგან და აგრძელებენ მოლაპარაკებებს ამ მძევლის განთავისუფლებისათვის.

ასე რომ საფრანგეთის ათასობით პოლიციელი, სპეცნაწილის ჯარისკაცები და სამხედრო შვეულმფრენები მზადყოფნაში არიან თავდასხმის დასაწყებად, რის გამოც რეგიონში მცხოვრებთ გარეთ გამოსვლა აეკრძალათ.

ამ დროს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს რომ საიდ კუაში 2011 წლის ბოლოს იემენში ჩასულა და სწორედ აქ მიუღია სამხედრო წვრთნა ელ-ქაიდესგან.

ფრანგული პრესის მიხედვით კი ეს ძმები აშშ-ს უსაფრთხოების მხრიდან შავ სიაში ყოფილან აყვანილნი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები