ებოლას ვირუსისაგან 8 ათას 153 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში ემსხვერპლა

175171
ებოლას ვირუსისაგან 8 ათას 153 ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ვირუსის შემთხვევებთან დაკავშირებული მონაცემები გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ებოლას ვირუსისაგან 8 ათას 153 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში ემსხვერპლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 20 ათას 656 დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსით დაავადებულთა 39% გარდაიცვალა.

ებოლას ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში დაახლოებით ერთი წლის წინ იფეთქა.

ეპიდემიის გავრცელების რეგიონებში დაწესებული კარანტინი ისევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები