"AirAsia"-ს ძებნა გრძელდება

აღმოჩენილია 34 კაცის ცხედარი

171417
"AirAsia"-ს ძებნა გრძელდება



როგორც განაცხადა ინდონეზიის სამაშველო და საძიებო სააგენტოს წარმომადგენელმა, მათ 10 დღის წინ 162 მგზავრიანად დაკარგული ინდონეზიის ავიალაინერ “AirAsia“-ის საძიებო სამუშაოები უამინდობის გამო ფერხდება, თუმცა, მიუხედავად ამისა მყვინთავები აგრძელებენ ზღვის ქვეშა საძიებო სამუშაოებს.

მისივე თქმით სინგაპურის ზღვის სივრცეებში კიდევ 4 კაცის გვამს მიაგნეს და ამით აღმოჩენილ ცხედართა საერთო რაოდენობამ 34-ს მიაღწია.

ინდონეზიის ქალაქ სურაიბადან სინგაპურისაკენ მიმავალი და აფრენიდან 50 წუთის შემდეგ რადარებიდან დაკარგული Airasia-ს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მასში 30 გემი, 6 თვითმფრინავი და 14 შვეულმფრენი იღებს მონაწილეობას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები