ჩრდილოეთ კორეამ მკაცრი რეაქცია გამოთქვა ახალი სანქციების მიმართ

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფოს დახრჩობის მიზნით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

170945
ჩრდილოეთ კორეამ მკაცრი რეაქცია გამოთქვა ახალი სანქციების მიმართ


ჩრდილოეთ კორეამ მკაცრი რეაქცია გამოთქვა აშშ-ის ახალი სანქციების მიმართ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას, მათი სახელმწიფოს დახრჩობის მიზნით გადადგმული ნაბიჯი უწოდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ახალი სანქციის გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა სონის ფირმაზე კიბერ თავდასხმას.
ამერიკის სანქციის სიაში იყო შეტანილი იყო ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საიდუმლო სამსახურის ჩათვლით, სამი ორგანიზაცია და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით კიდევ ათი პიროვნება.
სანქცია კრძალავს ხსენებული ორგანიზაციების და პირების ამერიკულ ფინანსურ სისტემებში მუშაობას.
სონის ფირმაზე კიბერ თავდასხმას ადგილი ჰქონდა ფირმის ნაწარმი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე თავდასხმის შინაარსის კომედიური ფილმის ბაზარზე გატანამდე.
ჩრდილოეთ კორეას გამოთქმული ჰქონდა გაფრთხილება არ მოახდინონ ფილმის გავრცელება, პრეზიდენტმა ობამამ კი მხარი დაუჭირა მას.
ჩრდილოეთ კორეამ უგულებელყო სონიზე კიბერ თავდასხმისთვის მხარდაჭერის იდეები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები