კიევში დემონსტრაცია გაიმართა

ნაციონალისტებმა ბანდერას დაბადების დღე აღნიშნეს

169077
კიევში დემონსტრაცია გაიმართა




გუშინ კიევის ცენტრალურ მოედანზე დიდი დემონსტრაციით აღნიშნეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა ამ ქვეყნის საკამათო გმირის სტეფან ბანდერას დაბადების 106-ე წლისთავი.

დემონსტრანტების კორტეჟს წინ მიუძღოდნენ უკიდურესი მემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლები და მათ სამხედრო უნიფორმები ეცვათ, ხელში უკრაინის დროშები და ჩირაღდნები ეჭირათ და დამოუკიდებლობის ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

მსგავსი გამოსვლები გაიმართა უკრაინის სხვა ქალაქებშიც.

უკრაინელების ერთი ნაწილი სტეფან ბანდერას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ეროვნულ გმირად აღიარებს, ხოლო მეორე ნაწილი კი გერმანელი ფაშისტებთან თანამშრომლობის გამო მოღალატედ მიიჩნევს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები