სატვირთო გემზე მყოფი 768 არალეგალი ემიგრანტი გადაარჩინეს

საბერძნეთის კუნძულ კორფუს ღია წყლებში ეკიპაჟის მიერ მიტოვებულ სატვირთო გემზე მყოფი არალეგალი ემიგრანტები გამოიხსნეს და იტალიაში გადაიყვანეს.

168003
სატვირთო გემზე მყოფი 768 არალეგალი ემიგრანტი გადაარჩინეს

საბერძნეთის კუნძულ კორფუს ღია წყლებში ეკიპაჟის მიერ მიტოვებულ სატვირთო გემზე მყოფი არალეგალი ემიგრანტები გამოიხსნეს და იტალიაში გადაიყვანეს.

დახმარების მოთხოვნის შემდეგ საბერძნეთიდან შემთხვევის ადგილზე ერთი სამხედრო გემი და ორი ვერტმფრენი გააგზავნეს.

გემი, იტალიის სახმელეთო წყლებში მიტოვების შემდეგ, იტალიის სანაპირო დაცვამ იტალიის გალიპოლის პორტში გადაიყვანა.

გემის ეკიპაჟი, სავარაუდოდ, ტრეფიკინგს ეწეოდა და იმისათვის, რომ სამართალდამცავებს არ დაეჭირათ, გემი მიატოვეს.

ემიგრანტები, რომელთა უმრავლესობაც სირიელები და ქურთები არიან, დროებით რეგიონში მდებარე სკოლებში განათავსეს, ზოგიერთი კი საავადმყოფოებში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტთან დაკავშირებით მოლდავეთის ერთი მოქალაქე დაკავებულია.

გაერთიანებულ ერებში გაკეთებული განცხადების მიხედვით, იტალიაში ნოემბერში საზღვაო გზით 160 ათასზე მეტი არალეგალი ემიგრანტი შევიდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები