მილანში პუტინ-პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა

დღეს ოთხთა სამიტიც შესდგება

160492
მილანში პუტინ-პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა



ევრაზიის ლიდერთა სამიტის ეგიდით იტალიის ქალაქ მილანში მყოფ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს მეტად კრიტიკული პირისპირი შეხვედრა ჰქონდათ, რომელზედაც მთავარი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს.

ეს შეხვედრა დილის საუზმეზე შესდგა და მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე ევროკავშირის ლიდერებმაც.

იტალიის პრემიერის მატტეო რენზის განცხადებით ამ შეხვედრამ მართალია კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ პუტინსა და პოროშენკოს შორის აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხში გრძელდება.

ინგლისის პრემიერის კამერონის აზრითაც ამ შეხვედრამ დადებითად ჩაირა და რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ სურს იხილოს გაყოფილი უკრაინა.

კრემლის განცხადებით ლიდერებს შორის ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მის ფარგლებში დღეს პუტინის, პოროშენკოს, მერკელის და ოლანდის მონაწილეობით მორიგი მინი სამიტი გაიმართება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები