ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოჩნდა 40 დღის შემდეგ

იგი სამი სექტემბრიდან არ გამოსულა საზოგადოებრიობის წინაშე

156436
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოჩნდა 40 დღის შემდეგ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოჩნდა 40 დღის შემდეგ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ უნი, რომელიც სამი სექტემბრიდან არ გამოსულა საზოგადოებრიობის წინაშე, ბოლოს გამოჩნდა.
ტელევიზიამ გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელზეც დაფიქსირებულია ჩრდ. კორეის ლიდერის ახალი საამშენებლო ცენტრის მონახულება. სურათებზე საკმაოდ გასუქებული ლიდერის ხელჯოხმა მიიქცია ყურადღება.
გავრცელდა მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლებელია მას სიარული არ შეუძლია.
სამი წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ კიმ ჯონგ უნს, რომელიც არ გამოჩენილა კომუნისტური პარტიის შექმნის აღსანიშნავ დღესაც, ვარაუდობენ, რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნია.
აშშ-ის მხრიდან ბოროტების ქვეყნად დახასიათებული ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, რომლის შესახებაც ხშირად იწერებოდა პრესაში, კარგა ხნის სიჩუმით, ახლო დაინტერესებას იჩენდა მსოფლიოს საზოგადოებრიობაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები