ბაღდათში გუშინ ზედიზედ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში გუშინ ზედიზედ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

154128
ბაღდათში გუშინ ზედიზედ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში გუშინ ზედიზედ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

ბაღდათშიტერაქტის შედეგად მინიმუმ 45 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი კი დაშავდა. 

ტერაქტებიდან პირველი სამი დანაღმული მანქანით განხორციელდა.

კადიმიეს უბანში მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე მომხდარ ტერაქტს 11 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები, ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა.

მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ პროსპექტზე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა.

ნახევარი საათის შემდეგ კი დანაღმული მანქანის აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, საღამოს კი ქალაქის ჩრდილოეთით თვითმკვლელური ტერაქტი მოხდა. მთლიანობაში დაღუპულთა რაოდენობამ 45-ს მიაღწია დაშავებულთა რაოდენობამ კი ასს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები