გერმანელი პოლიტიკოსები მოსმენების ბრალდებებზე საუბრობენ

95469
გერმანელი პოლიტიკოსები მოსმენების ბრალდებებზე საუბრობენ


გერმანიის დაზვერვის მიერ თურქი მაღალჩინოსნების მიყურადების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები გერმანელი პოლიტიკოსების დღის წესრიგის მთავარ თემასაც წარმოადგენს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნულ თემაზე განცხადება არ გააკეთა და დასძინა, რომ გერმანიის დაზვერვის საქმიანობაზე ინფორმაციას ვერავის მიაწოდებს.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა კრისტიან ვირცმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრალდებების სიმართლე დაზვერვის კონტროლზე პასუხისმგებელმა ფედერალური პარლამენტის აუდიტის კომიტეტმა უნდა დაადგინოს. რიცმა ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დაზვერვის საქმიანობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ვერ დაადასტურებს.

ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურის მაკონტროლებელი პარლამენტის აუდიტის კომიტეტის წევრმა, მწვანეთა პარტიის დეპუტატმა, ჰანს-კრისტიან სტრობელემ განაცხადა, რომ ბრალდებები მერკელის მიერ ყოველთვის ხაზგასმულ შემდეგ სიტყვებს „მეგობრებს არ ვუსმენს“, არ შეეფერება. მისივე თქმით, „თურქეთი, ნატოს პარტნიორი, მოკავშირე და მეგობრად შეფასებული ქვეყანაა. ეს, დაზვერვის მიერ თურქეთის სამიზნეში ამოღებასთან თავსებადი არ არის“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები