ტერაქტი ავღანეთში

დაღუპულთა შორის ISAF-ის ჯარისკაცებიც არიან

122033
ტერაქტი ავღანეთში



ავღანეთიდან მიღებული ცნობებით ქვეყნის აღმოსავლეთში დღეს დილით მომხდარ თვითმკვლელურ ტერაქტს 16 კაცი ემსხვერპლა და მათგან 4 საერთაშორისო სამშვიდობოების ISAF-ის ჯარისკაცებს, ხოლო ორნი კი პოლიციელებს წარმოადგენენ.

თვითმხილველთა თქმით ტერაქტი ველოსიპედიანმა ახალგაზრდამ განახორციელა.

თვით ISAF-ის განცხადებით კი დაღუპული ჯარისკაცები ჩეხ სამშვიდობოებს წარმოადგენენ.

ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები