ისრაელის საჰაერო ოპერაციას 7 ჰამასელი ემსხვერპლა

120910
ისრაელის საჰაერო ოპერაციას 7 ჰამასელი ემსხვერპლა


ჰამასის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად მათი 7 წევრი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. განცხადების თანახმად, საჰაერო ოპერაცია უმთავრესად ეგვიპტის საზღვართან რეფაჰის წევრების თავშეყრის ადგილზე განხორციელდა.

ისრაელის არმიის განცხადებით, კი ქვეყნის სამხრეთით მომხდარი სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს 9 სამიზნე იქნა განადგურებული.

ამავდროულად, ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა მარკ რეგევმა ჰამასი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ჰამასი პრობლემის ნაწილია და არა მისი მოგვარების. ჰამასის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ და დაამარცხონ“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები