ყირიმში საფრთხე ემუქრება რწმენის თავისუფლებას

108033
ყირიმში საფრთხე ემუქრება რწმენის თავისუფლებას


ყირიმელი თათრების ლიდერმა და უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა მუსტაფა აბდულჯემილ ქირიმოღლუმ განაცხადა, რომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაა დაინტერესებული და ამ თემაზე მრავალი ანგარიშიც მომზადდა.

მისივე თქმით, ეუთოსა და გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისრებმა ანგარიშები მოამზადეს და დაამატა, რომ „ყირიმში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამრთლოზე გაიტანენ“. მისივე თქმით, ასეთი ფაქტები უამრავია და სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდება.

ქირიმოღლუმ ყირიმელი თათრების მდგომარეობის შესახებ განაცხადა: „მათ აიძულებენ რუსული პასპორტების აღებას. ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ, რადგანაც რუსული პასპორტის გარეშე სამსახურის პოვნა თითქმის შეუძლებელია და საკუთარ ქვეყანაში ისე გექცევიან, როგორც უცხოს. იმ შემთხვევაში, თუ რუსულ პასპორტს არ აიღებენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, 3 თვეში საჭიროა საზღვრი გადალახონ და ისევ უკან დაბრუნდნენ, რუსული დაზვერვა ამ საკითხზე ბევრს მუშაობს“.

ქირიმოღლუს განცხადებით, ყირიმში საფრთხე ემუქრება რწმენის თავისუფლებას და დროდადრო მეჩეთებისა და მედრესეების დარბევა ხდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები