თურქი მძევლები არ გაუთავისუფლებიათ

IŞİD-ის ქმედებას მკაცრად გმობენ მთელს მსოფლიოში

93488
თურქი მძევლები არ გაუთავისუფლებიათ


ერაყის დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მხრიდან თურქეთის მოსულის საკონსულოს თანამშრომლების გატაცებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსსენმა ანკარის თხოვნის საფუძველზე მუდმივი წარმომადგენლობა შეკრიბა და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად დაგმო რადიკალისტების ეს ქმედება და თურქი მძევლების სასწრაფოდ და უპირობოდ განთავისუფლება მოითხოვა. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და მსოფლიო საზოგადოებრიობას მოუწოდა, ერთობლივად და კოორდინირებულად იმოქმედონ თურქი მძევლების განთავისუფლების საქმეში. ათენში შეკრებილმა ევროკავშირისა და არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც მკაცრად დაგმეს მოსულის მოვლენა და თურქი მძევლების განთავისუფლების საკითხში მათაც ერთიანი მოქმედების დადგენილება მიიღეს. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რადიკალისტების ქმედებას ბარბაროსობა უწოდა. ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვეს ასევე რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ველიდ მუალლიმმა. მიღებული ცნობებით არაბთა ლიგამ ამ საქმის განხილვის მიზნით კვირისათვის საგანგებო შეკრება მოიწვია


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები